აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული ჩანაცვლება (TAVI)

აორტის სარქლის სტენოზი (შევიწროება) და მისი უკმარისობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოადგენდა კლინიკური კარდიოლოგიის მნიშვნელოვან პრობლემას. პაციენტები ამ დაავადებების მკვეთრი სტადიით მინიმალურად ექვემდებარებოდნენ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ეს დაავადება ხასიათდებოდა უკიდურესად მძიმე მიმდინარეობით და ასეთივე მძიმე გამოსავლით. ამ პაციენტებისთვის უდაო ხსნა იყო აორტის სარქვლის ქირურგია, რომელსაც დასაბამი დაედო 1950-იანი წლებიდან და სულ მალე გადაიქცა ერთ-ერთ რიგით კარდიოქირურგიულ ჩარევად. აორტის სარქვლის ღია ოპერაცია არ გამოირჩევა მაღალი სიკვდილიანობით, თუმცა დაკავშირებულია მკერდის ძვლის ქირურგიულ გახსნასთან, შედარებით ხანგრძლივ პოსტოპერაციულ პერიოდთან, სხვადასხვა ტიპის დისკომფორტის შეგრძნებასთან, ფიზიკური აქტივობის ნელ აღდგენასთან და გახანგრძლივებულ სოციალურ და პროფესიულ რეაბილიტაციასთან.

სარქვლის ჩანაცვლების ტრანსკათეტერული (ლათინური აბრევიარურებია TAVR ან TAVI) პროცედურა ღია ქირურგიული ჩარევის მინიმალურად ინვაზიურ ალტერნატივას წარომადგენს, ნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჩივილები მძიმე (მკვეთრი) ხარისხის აორტული სტენოზის გამო და გააჩნიათ სარქვლის ღია ქირურგიული ჩანაცვლების დროს გართულებების აღმოცენების სხვადასხვა ხარისხის რისკი.

ამ პროცედურის დროს, ახალი სარქველი თავსდება დაავადებულ სარქველში, ძველი, დაზიანებული სარქვლის ამოღების გარეშე. ღია ოპერაციისგან განსხვავებით, რომელიც დაკავშირებულია მკერდის ძვლის ქირურგიულ გახსნასთან, TAVR პროცედურა და მისი შემდგომი პარიოდი, ძალიან ჰგავს გულის სიხლძარღვების სტენტირებას. ახალი, მაგრამ ჯერ დაკეცილი, სარქველი შეჰყავთ ბარძაყის არტერიიდან, მიყავთ დანიშნულების ადგილამდე, ათავსებენ დაზიანებულ აორტულ სარქველში, სადაც ის ფართოვდება, იკავებს ძველი დაზიანებული სარქვლის ადგილს და იწყებს ფუნქციონირებას.

TAVR-ის შემდეგ, პაციენტები, ღია ქირურგიული სარქვლის ჩანაცვლებასთან შედარებით, როგორც წესი, ნაკლებ დროს ატარებენ საავადმყოფოში, არ აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული ჩივილები, ტკივილის შეგრძნება, უფრო სწრაფად აღიდგენენ ფიზიკური აქტივობის ჩვეულ რეჟიმს, უფრო სწრაფად უბრუნდებიან სოციალურ და პროფესიულ გარემოს და სხვა. რა თქმა უნდა, TAVRI, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამედიცინო ჩარევა, დაკვშირებულია გარკვეულ გართულებებთან, მაგრამ ისინი საკუთრივ დაავადების და ღია ქირურგიულ ჩარევის რისკთან შედარებით მინიმალურია.

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სიახლეების გამოწერა