
ენდოვასკულარული ქირურგია
ენდოვასკულარული ქირურგია თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური მიმართულებაა, რომელიც მოიცავს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სპეციალური კათეტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. ენდოვასკულური პროცედურები არ საჭიროებს განაკვეთს , ტარდება მცირე პუნქციის გზით ზედა ან ქვედა კიდურზე, რაც გვაძლევს პაციენტის ნაკლებტრავმული მკურნალობის და მარტივი რეაბილიტაციის შეაძლებლობას.
მკურნალობის ენდოვასკულარულ მეთოდს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
· მცირე ტრავმა და ნაკლები ტკივილი
· ინფექციის და პოსტოპერაციული გართულებების დაბალი მაჩვენებელი
· ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია
· ქირურგიული მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით სწრაფი რეაბილიტაცია
ჩვენს ცენტრში ტარდება როგორც კორონარული , ასევე პერიფერიული სისხლძარღვების ინტერვენციული მკურნალობა თანამედროვე ანგიოგრაფიული სისტემების გამოყენებით.
კორონარული ინტერვენცია - გამოიყენება გულის მკვებავი არტერიების შევიწროვების ან დახშობის სამკურნალოდ. პროცედურის მიზანია გულის კუნთში სისხლის მიწოდების აღდგენა, სიმპტპმების და ინფარქტის რისკის შემცირება. კორონარული ინტერვენციები მოიცავს:
· კორონაროგრაფია
· ბალონური ანგიოპლასტიკა
· კორონარული სტენტირება
· მიოკარდიუმის ინფარქტის გადაუდებელი ინტერვენციული მკურნალობა
· რთული და მრავალსისხლძარღვოვანი დაზიანებების ინტერვენციული მართვა
· TAVI აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია
პერიფერიული ინტერვენციები -პერიფერიული ენდოვასკულარული ჩარევები გამოიყენება აორტის, აორტის რკალის ტოტების , კიდურების და სხვა პერიფერიული არტერიების სტენოზის ან ოკლუზიის შემთხვევაში.მკურნალობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ტკივილის შემცირებას და კიდურის ფუნქციის შენარჩუნებას.
პერიფერიული ენდოვასკულარული ჩარევები მოიცავს:
· კიდურების არტერიების ანგიოგრაფია
· პერიფერიული ანგიოპლასტიკა და სტენტირება
· ქრონიკული ოკლუზიების ენდოვასკულარული მკურნალობა
· დიაბეტური ტერფის სისხლძარღვების შეფასება და რევასკულარიზაცია
· კაროტიდული და სხვა პერიფერიული სისხლძარღვების ინტერვენციები
სპეციალიზებული სისხლძარღვოვანი მიდგომის კათეტერების იმპლანტაცია - დიალიზზე და ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის, როგორიც არის: 1.კვინტონის კათეტერის იმპლანტაცია - წარმოადგენს სპეციალურ კათეტერს ჰემოდიალიზის ეფექტურად ჩასატარებლად. 2.პორტ-სისტემის იმპლანტაცია - წარმოადგენს კანქვეშ მოთავსებულ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების კომფორტულ, უსაფრთხო და მრავალჯერად ვენურ შეყვანას. გამოიყენება ქიმიოთერაპიის და ხანგრძლივი ინფუზიური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. ამცირებს პერიფერიული ვენების დაზიანებას და აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
ემბოლიზაცია - ემბოლიზაცია წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ინტერვენციულ მეთოდს, რომლის დროსაც სპეციალური მასალის გამოყენებით მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სამიზნე სისხლძარღვის დახურვა, ან სისხლის ნაკადის შემცირება. პროცედურა ტარდა ანგიოგრაფიული კონტროლის ქვეშ, მცირე პუნქციის გზით, ღია ქირურგიული ჩარევა



