გულის არტერიების ტომოგრაფია - მაღალდიაგნოსტიკური არაინვაზიური კვლევა ბოხუას ცენტრში

კორონაროგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ კორონაროგრაფია)

 

გულსისხლძარღვთა დაავადებების შესახებ ბევრი რამ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ისიც თუ რა როლს ასრულებენ მის დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში ე.წ. ინვაზიური მეთოდები, გულის მკვებავი არტერიების (გვირგვინოვანი არტერიები), ანუ კორონარული არტერიების ანგიოგრაფია - კორონაროგრაფია, მათი ბალონირება და სტენტირება. მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლე, ეს არის ამ ტექნოლოგიის გამოყენების მთავარი მახასიათებელი.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ „ინვაზიური კორონაროგრაფია“ გულისხმობს კონტრასტული ნივთიერების შეყვანას უშუალოდ გულის სისხლძარღვებში, პერიფერიული არტერიდან შემავალი გრძელი ზონდის მეშვეობით, რომელიც საბოლოოდ განთავსდება სისხლძარღვის შესართავში. მიუხედავად ძალზე მაღალი ინფორმატიულობისა,  ინვაზიური კორონაროგრაფიის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით გულის დაავადებების სტაბილური მიმდინარეობისას, გარკვეულ წილად, შეზღუდული იყო, შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო.  გვერდითი მოვლენები ამ სადიაგნოსტიკო პროცედურის დროს ხშირი არ არის, მაგრამ მათი ეპიზოდური აღმოცენებაც კი სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა პაციენტთა ჯანმრთელობისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შედარებით ახალი, არაინვაზიური ტექნოლოგიები. მათ პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებში წარმატებით ჩაანაცვლეს ინვაზიური მეთოდები და ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) კორონაროგრაფია, ანუ გულის მკვებავი სიხლძარღვების ნახვა კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით.

კტ კორონაროგრაფია, ისევე როგორც, ინვაზიური კორონაროგრაფია, იძლევა გულის მკვებავი, გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების ნახვის და მათი შესაძლო შევიწროვების აღმოჩენის შესაძლებლობას. გამოსახულება მიღებული კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია დათვალიერდეს სამგანზობილებიან სიბრტყეშიც.

რა დროს ჯობია კტ კორონაროგრაფიის ჩატარება:

  • როდესაც ეჭვი ჩნდება გვირგვინოვანი არტერიების ანომალურ განვითარებაზე;
  • როდესაც ადგილი აქვს გვირგვინოვანი არტერიების შევიწროვების დაბალი რისკის არსებობას; გულის არეში არატიპიური შეგრძნებების არსებობისას, დატვირთვის სინჯის და  სხვა ტესტების არაერთაზროვანი, ცუდად ინტერპრეტირებადი შედეგებისას;
  • გულმკერდის არეში ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში;
  • დატვირთვის ტესტის შედეგების გაუარესება დინამიკაში;
  • ახლად აღმოცენებული გულის უკმარისობა, დაბალი კუმშვადი ფუნქციით, როდესაც იშემიური დაავადების არსებობა დადსტურებული არ არის;
  • ზოგიერთი პაციენტისთვის არა კარდიული ოპერაცის წინ, კარდიული რისკის შესაფასებლად;
  • გვირგვინოვანი არტერიების შუნტების დათვალიერება

კტ კორონაროგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ისეთი დაავადებების პარალელური დიაგნოსტიკა, როგორიცაა მოცულობითი წარმონაქმნების გულმკერდის ღრუში, ფილტვებში, ფილტვების ატელექტაზი, ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია, აორტის ანომალიები, ძვლების და ხერხემლის ზოგიეთი პათოლიგიები და სხვ.

იმ შემთხვევაში, როდესაც კტ კორონაროგრაფიის ჩატარების შედეგად აღმოჩნდება გვირგვინოვან სისხლძარღვთა ისეთი შევიწროვება, რომელიც საჭიროებს მექანიკურ ჩარევას, იქმნება  ინვაზიური კორონაროგრაფიის ჩატარების საჭიროება.

გამოკვლევის წინ ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ხართ თუ არა ოსრსულად, ხომ არ გაქვთ ალერგია იოდის პრეპარატებზე, გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტი და/ან თირკმლის უკმარისობა, ტოქსიური ჩიყვი, სხვა ქრონიკული დაავადება,  პრეპარატებს რომელსაც ღებულობთ.

გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვების დროულ აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პაციენტთა კორონარული რისკის ადეკვატური მართვისთვის, მედიკამენტური თუ მექანიკური ჩარევის დროული და ზუსტი გამოყენებისთვის.

კვლევაზე ჩასაწერად : 2 51 70 08