ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის სტაციონარი შეესაბამება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს. პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით სტაციონარში ჰოსპიტალიზაციამდე ქირურგიული ჩარევამდე აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას შემდეგი სახის რეკომენდაციები / მითითებები:
➡ ოპერაციის წინა ღამე
• თქვენი უსაფრთხოებისთვის ნუ მიიღებთ საკვებს ოპერაციის წინა საღამოს 18 საათის შემდეგ და სითხეს 24 საათის შემდეგ.
• სასურველია მიიღოთ შხაპი და ტანი დაიბანოთ ანტიბაქტერიული ან უბრალო საპნით საღამოს და დილას ოპერაციამდე, იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის განვითარების შანსი.
• ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ოპერაციამდე 72 საათის განმავლობაში.
• თავი შეიკავეთ თამბაქოს მოხმარებისგან და ნუ მოსწევთ ოპერაციამდე 12 საათი ადრე.
• ოპერაციის დღეს ნუ მიიღებთ მედიკამენენტებს გარდა იმ პრეპარატებისა, რაც შეთანხმებულია თქვენს მკურნალ ექიმთან.
✔ სტაციონარში განთავსებამდე
• დატოვეთ სახლში თქვენი პირადი ნივთები მათ შორის ძვირფასეულობა,საკრედიტო ბარათები და აშ.
• არასასურველია საკონტაქტო ლინზების და დეკორატიული კოსმეტიკის ტარება.
• ჩაიცვით კომფორტულად რათა თავისუფლად შეძლოთ სამოსის შეცვლა ,სტაციონარში თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ერთჯერადი მოხმარების სამოსით.
• ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ (მაგ: ტემპერატურა, დიარეა) აუცილებელია აცნობოთ თქვენს ქირურგს.
დააზუსტეთ ნახვის საათები, კლინიკაში პაციენტის მონახულების საათების დრო მკაცრად არის განსაზღვრული.
მოინახულეთ პაციენტები მხოლოდ მაშინ თუ არ ხართ ავად, სტაციონარში განთავსებულ პაციენტებს (პოსტოპერაციული პერიოდი) ხშირ შემთხვევაში დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.
შეეცადეთ დატოვოთ ბავშვები სახლში.
ნუ მოიტანთ საკვებ პროდუქტებს, პაციენტები სტაციონარში უზრუნველყოფილები არიან კვებით.
სტაციონარში აუცილებელია ჩაიცვათ ბახილები.
პალატაში შესვლამდე ხელები დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
ისაუბრეთ ხმადაბლა.
ყურადღება მიაქციეთ ნახვის საათების დასრულების დროს, დატოვეთ სტაციონარი ამ საათების დასრულებისთანავე.
პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს.