სისხლძარღვთა დაავადებები

ფლებოლოგია მოიცავს ვენური სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

ყველაზე ხშირად პაციენტები მოგვმართავენ ქვედა კიდურის ვარიკოზული ვენების , ვენური უკმარისობის და კოსმეტიკური დეფექტის გამო. ვენური უკმარისობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, სწორი და დროული მკურნალობა კი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ხელს უშლის გართულებებეის განვითარებას , როგორიც არის მაგალითად: ვენური თრომბოზი , ტროფიკული წყლული.

კლინიკაში ფლებოლოგიური სერვისები ეფუძნება უახლოეს ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სტანდარტებს , რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტებს შევთავაზოთ ეფექტური, უსაფრთხო და მინიმალურად ინვაზიური მკურნალობა.

კლინიკა გთხავაზობთ სამ წამყვან, მსოფლიო სტანდარტის შესაბამის სამკურნალო მეთოდს. კონსულტაციის შემდეგ ფლებოლოგი ირჩევს თქვენთვის ოპტიმალურ მიდგომას ვენის ზომის, ლოკალიზაციის და კლინიკური სურათის გათვალისწინებით:

ფლებექტომია  -  დიდი ვარიკოზული ვენების ამოკვეთის სტანდარტული ქირურგიული მეთოდი, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით . პროცედურა უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ, ასევე ესთეტიურ შედეგს. ეფექტურობა დამტკიცებულია ათწლეულების კლინიკური პრაქტიკით.

ლაზერული აბლაცია - ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ნაკლებად ტრავმული მეთოდია , რომლის დროსაც სპეციალური ლაზერული აპარატურის გამოყენებით ხდება მკურნალობა . პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და გააჩნია შემდეგი უპირატესობები :

·        მინიმალური ტრავმა ( არ საჭიროებს დიდ განაკვეთს ) ;

·        სწრაფი რეაბილიტაცია;

·        ნაკლები  ტკივილი და შეშუპება პროცედურის შემდეგ ;

·        მაღალი ეფექტურობა (90-98%);

·        კარგი ესთეტიკური შედეგი .

სკლეროთერაპია - მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა , რომლის დროსაც ხდება ვენაში სპეციალური პრეპარატის ( სკლეროზანტის) შეყვანა. აღნიშნული პრეპარატი იწვევს ვენის დახურვას და თანდათანობით გაქრობას. განსაკუთრებით ეფექტურია მცირე და საშუალო ზომის ვენების შემთხვევაში, ვარიკოზის და  სისხლძარღვოვანი „ბადეების“ სამკურნალოდ. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და არ საჭიროებს  პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. სკლეროთერაპიით შესაძლებელია არასასურველი ქირურგიული ჩარევის თავიდან არიდება. პროცედურის შემდეგ პაციენტს არ აქვს არანაირი შეზღუდვა , მხოლოდ საჭიროებს ელსტიური წინდების ტარებას რამოდენიმე დღის განმავლობაში.

შემდეგი სერვისი

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სიახლეების გამოწერა