
მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა A Left Ventricular Assist Device (LVAD)
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია (LVAD) ჩატარდა.
რა არის გულის უკმარისობა: გულის მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის მომარაგება ჟაგბადითა და საკვები ელემენტებით. ორგანიზმს სისხლის განსხვავებული რაოდენობა ესაჭიროება,იმის მიხედვით, ისვენებს თუ აქტიურად მუშაობს. აღნიშნული მოთხოვნილების ადეკვატურად უზრუნველსაყოფად იცვლება როგორც გულის შეკუმშვათა ძალა და სიხშირე, ასევე სისხლძარღვთა სანათურის ზომა.
გულის უკმარისობა კომპლექსური სინდრომია, როცა გულს აღარ შეუძლია ორგანოებისა და ქსოვილების ადეკვატური ფუნციობისათვის საჭირო მოცულობის სისხლის გადასროლა. აღნიშნული სინდრომი გულის სტრუქტურული თუ ფუნქციური დაზიანებით შეიძლება იყოს გამოწვეული. სამწუხაროდ, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და მთელს მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანის შემთვევაში დიაგნოსტირებულია გულის უკმარისობის სხვადასხვა ფორმა. რიგ შემთხვევაში ის განპირობებულია მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით და ხასიათდება მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითებით. სხვა შემთხვევაში გულის უკმარისობა შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის ფონზე ვითარდება. მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.
რიგ შემთხვევებში გულის უკმარისოის მქონე პაციენტები რეზისტენტული ხდებიან მედიკამენტური თერაპიის მიმართ, დაავადება კი პროგრესირებს. გულის ტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში დღის წესრიგში დგება გულის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა), თუმცა დონორთა დეფიციტის გამო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებშიც კი პაციენტთა მხოლოდ 15%-ს უტარდება გულის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. აღნიშნული შემთხვევების დიდ ნაწილში, ალტერნატივას წარმოადგენს მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის (LVAD) იმპლანტაცია .
რა არის LVAD? მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა (LVAD) არის მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ეხმარება გულს სისხლის მთელ სხეულში გადატუმბვაში. მას ქირურგიულად ჩანერგავენ და ნაწილობრივ თავის თავზე იღებს მარცხენა პარკუჭის ფუნქციას, რომელიც დაქვეითებულია გულის უკმარისობის გამო. LVAD-ს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტების ცხოვრების ხარისხი და გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ვის სჭირდება LVAD? განკუთვნილია გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, როდესაც აღინიშნება რეზისტენტობა მედიკამენტური თერაპიის მიმართ და ბოლო 6 თვის მანძილზე ორჯერ ან მეტჯერ იყვნენ ჰოსპიტალიზირებული გულის უკმარისობის გამო. LVAD შეიძლება განხილულ იქნას როგორც ხიდი ტრანსპლანტაციამდე, ისევე როგორც მთელ რიგ შემთხვევებში როგორც პერმანენტული საბოლოო თერაპია.
LVAD-ის უპირატესობები: გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი: LVAD-გადანერგილ პაციენტებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ უფრო აქტიურ ცხოვრების წესს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა.სიცოცხლის გახანგრძლივება: LVAD მნიშვნელოვნად ზრდის გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ცხოვრების. ტრანსპლანტაციის თავიდან აცილება: ზოგიერთ შემთხვევაში, LVAD-ს შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა იმდენად, რომ ტრანსპლანტაცია აღარ იყოს საჭირო.
LVAD-ის იმპლანტაციის პროცედურა:LVAD იმპლანტაცია რთული ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მოითხოვს კარდიოქირურგთა მაღალ კვალიფიკაციას. ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს ოპერაციები ევროპაში მხოლოდ მაღალი დონის კარდიოლოგიურ კლინიკებში ტარდება. პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა LVAD ბოლო ათწლეულებში გამუდმებით იხვეწებოდა და შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის გვაქვს სრულყოფილი, უნაკლო მოწყობილობა, რომელიც იდეალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.ტუმბოს მწარმოებელი ცდილობს, თანამშრომლობისთვის შეარჩიოს ისეთი კლინიკები, რომლებიც გაამართლებენ პაცინტთა მოლოდინს. იმისათვის, რომ ასეთი საპასუხისმგებლო, მძიმე ოპერაციები ჩატარდეს, კლინიკას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური კარდიოქირურგთა, ანესტეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა, კარდიოლოგთა და სხვა სპეციალისტთა მულტიდისციპლინური ჯგუფი.
პირველად საქართველოში!
საქართველოში პირველი წარმატებული მაღალტექნოლოგიური ჩარევა - გულის ხელოვნური დამხმარე სისტემის იმპლანტაცია - ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში ჩაუტარდა რთული კარდიოლოგიური დიაგნოზის მქონე 68 წლის პაციენტს.
ბოხუას კლინიკამ დააკმაყოფილა მოწყობილობის მწარმოებლის ყველა მოთხოვნა და წარმატებით ჩაატარა აღნიშნული ოპერაცია.
ჩარევა ჩატარადა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგების, კარდიოლოგების, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების და პერფუზიოლოგთა მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, გართულებების გარეშე გაგრძელდა პაციენტის რეაბილიტაცია და გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით .
